Friday, April 13, 2012

რა დაავადებებს იწვევს პირში თითების, ფანქრებისა და საწერი კალმების ჩადება?


მთვარი იდეა
რა დაავადებებს იწვევს პირში  თითების, ფანქრებისა და  საწერი კალმების ჩადება?
მნიშვნელობა/აქტუალობა
მნიშვნელოვანია იმით, რომ მოსწავლეები ისწავლიან კვლევას, იქნებიან მეტად კომუნიკაბელურები და უმთავრესი აღარ ჩაიდებენ პირში თითებს და სხვადასხვა საგნებს, რაც დაიცავს მათ სხვადასხვა დაავადებებისგან.

მიზნები და შედაგები
ქართ.IV1. მოსწავლე ადეკვატურად აღიქვამს სხვადასხვა სახის (ტექსტს) თემას და გადმოსცემს მათ შინაარსს

v განასხვავებს შინაური გარემოს სასუბრო სტილსა და ოფიციალური გარემოს (სასკოლო საქმიანი სიტუაცია) ენას და შესაბამისად იყენებს მათ.

ქართ.IV.2. მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას (მხატვრული ტექსტის მიმართ) თემის, საკითხის მიმართ.

v ასახელებს მოსმენილი თემიდან (ტექსტიდან) ესთეტიკურად ღირებულ ადგილებს.

v გამოხატავს საკუთარ ემციებს/განცდებს და ცდილობს მათ ახსნას (გამიკვირდა, იმიტომ, რომ... აღვშფოთდი იმიტომ, რომ....

შედეგები: მოსწაავლეები აღნიშნული საკითხის შესწავლის შემდეგ გადაეჩვევიან პირში თითების და საგნების ჩადებას
შეფასების საგანი და პროცედურები
ვაფასებ: რამდენად კარგად ჩაატარეს კვლევა, მოიძიეს ინფორმაცია, ინტერვიუები ექიმთან, პაციენტებთან.

რა ცოდნას ფლობენ მოსწავლეები წინასწარ
მოსწავლეებმა ინფორმირებულები არიან პარაზიტების მიერ გამოწვეული დავაადებების შესახებ.

სასწავლო მასალა და რესურსი
კომპიუტერი www.medicina.ge . www.mkurnali.ge პასტა, ფურცელი, ადამიანური რესურსი: ექიმი, პაციენტი.




სასწავლო პროექტის მსვლელობა
სავარაუდო თემების შერჩევა (1 გაკვეთილი):

1. პარაზიტი ჭიები.

2. რა მოყვება ხელების დაბანას საპნის გარეშე.

3. ლამაზი ღიმილის საიდუმლო.

4. ენტერობიოზი.

5. რა იწვევს გაძლიერებულ ნერწყვდენას.


ჯგუფების შერჩევა და საქმიანობების გადანაწილება (1 გაკვეთილი)


პირველი ჯგუფი __ ექიმთან (პედიატრთან) ვიზიტი / ინტერვიუ (1 დღე).


მეორე ჯგუფი __ ექიმთან (სტომატოლოგთან) ვიზიტი / ინტერვიუ (1 დღე).


მესამე ჯგუფი __ ექიმთან (დერმატოლოგთან) ვიზიტი / ინტერვიუ (1 დღე).


მეოთხე ჯგუფი __ ვიზიტი ისეთ ბავშვებთან, რომლებმაც გადაიტანეს აღნიშნული დაავადებები (1 დღე).

მოძიებული ინფორმაციის დახარისხება, პრეზენტაციის მომზადება (1 დღე)

პროექტის ხელმძღვანელი:თამილა ფოლადიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:t.foladishvili@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:http://tamila2012.blogspot.com/